მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე საქართველოში მძიმე მეოთხე ტალღის 2 მიზეზს ასახელებს

NCDC-ის დირექტორი
1630000463
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღის მძიმედ მიმდინარეობის 2 მთავარი მიზეზი დაასახელა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი შეზღუდვების ადრეულად მოხსნა გახდა, ხოლო კიდევ ერთი ფაქტორი მოსახლეობის უდისციპლინობას და უპასუხისმგებლობას უკავშირდება.

„ერთ-ერთი {მიზეზი} გახლავთ ის, რომ ჩვენ ცოტა ადრე შევამსუბუქეთ შეზღუდვები, რადგან ქვეყანას ეკონომიკის გახსნა სჭირდებოდა. სხვადასხვა შიდა სოციოლოგიური კვლევებით დგინდებოდა, რომ ადამიანების უმრავლესობას მეტი თავისუფლების ქონა სჭირდებოდა. მეორე არის საზოგადოების უპასუხისმგებლობა და უდისციპლინობა. ცოტათი ვამწვავებ, მაგრამ ეგ არის... ყველაფერს ღარიბაშვილს ნუ დავაბრალებთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას.

მისი განმარტებით, შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოზე სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობს ხოლმე, რა დროსაც შესაძლოა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები სხვა უწყების არგუმენტებმა გადაწონოს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ჯერჯერობით სიკვდილიანობის შემთხვევების კლება მოსალოდნელი ვერ იქნება“ - თამარ გაბუნია

⭕ „დელტა შტამი ნიშნავს იმას, რომ ვირუსი თითქმის აუცილებლად იქნება ჩვენი ცხოვრების მუდმივი ნაწილი“ - ზაზა წერეთელი

⭕ „შესაძლებელია, ახალი შტამი გაჩნდეს, რომელსაც არსებული ვაქცინები ვერ მოერევა“ - ფაიზერის დირექტორი