მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთ-ერთი მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციაა“ - ტიკარაძე კოვიდინფიცირებული ორსულების გარდაცვალებაზე

ჯანდაცვის მინისტრი
1630048105
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კოვიდინფიცირებული ორსულების ლეტალობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მათი გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი სტაციონარში დაგვიანებული გადაყვანაა.

მინისტრის თქმით, გინეკოლოგთა ასოციაცია მუშაობს იმისთვის, რომ კონკრეტული დასკვნა დადონ.

„ყოველთვის ვერიდები კონკრეტულად პაციენტებზე საუბარს, ეს არა მხოლოდ ოჯახის არამედ, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. ჩვენ ამ გართულებებს ვაკვირდებით სამედიცინო და ასევე სტატისტიკურ ჭრილში, ჩართულია გინეკოლოგთა ასოციაცია, რათა მათ დადონ ის კონკრეტული დასკვნა, რაც არის გარკვეული მიზეზი იმის, თუ რატომ გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალური შემთხვევები ორსულებში.

თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა დავსძინო, რომ რიგ შემთხვევაში დაგვიანებული სტაციონარიზაცია. გუშინ ერთ-ერთი ორსულის, სამეგრელოდან საავადმყოფოში გადაყვანა იქნა საჭირო, თუმცა ამ ორსულს დარეკილი არ ჰქონდა 112-ზე, მაგრამ პოსტი ჰქონდა გამოქვეყნებული ფეისბუკზე. კარგია, რომ ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აკვირდება ყველა იმ ჯგუფს, რომელიც აქტიურია ფეისბუკზე“, - აცხადებს ტიკარაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ როგორ მუშაობს ადამიანის იმუნიტეტი აცრის და ინფიცირების დროს? – BBC

✔️ 4031 ინფიცირება, 73 გარდაცვალება, 4585 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

✔️ თბილისში კორონავირუსით 19 წლის ორსული გარდაიცვალა