მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეპიდვითარება საქართველოს სამეზობლოში

ვირუსი და დნმ
1623613060
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 176 მლნ-ს აჭარბებს. მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ეპიდემიოლოგიური ვითარება ასეთია: 👇

რუსეთის ფედერაცია

რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 14,723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 357 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5,208,687-ს შეადგენს.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 45 შემთხვევა გამოვლინდა. აზერბაიჯანში საერთო ჯამში ვირუსისგან გარდაცვლილია 4,953 პაციენტი, სულ გამოჯანმრთელებულია 328,580 პირი. კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 335,171-ს შეადგენს.

სომხეთი

სომხეთში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი ემსხვერპლა ვირუსს, ხოლო დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 223,682-მდე გაიზარდა.

თურქეთი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 5,012 ადამიანს დაუდასტურდა, 53 პაციენტი კი ვირუსს ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 5 მლნ-ს გადააჭარბა. რაც შეეხება ვირუსის დადასტურებულ შემთხვევებს, მათი საერთო რაოდენობა 5,330,447-ია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

🔴 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

🔴 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას“ - ცერცვაძე

👉 „ჯერ არც ერთ ქვეყანას არ უთქვამს პირბადეებზე უარი და ნუ ვიქნებით ცუდი მაგალითი“ - ცერცვაძე

👉 „ქვეყანაში სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს“ - გამყრელიძე

👉 522 ინფიცირება, 1074 გამოჯანმრთელება, 14 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში