მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას“ - ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე
1623605936
COVID-19

„არა თუ ვემხრობით ლოკდაუნებს და ჩაკეტვებს, არამედ პირიქით, ჯანდაცვის სამინისტროსთან და NCDC-სთან ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში აკრძალვები და შეზღუდვები მინიმალური იყოს და რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ცერცვაძის თქმით, „მესამე ტალღის“ განმავლობაში ყველანაირი შეზღუდვა იყო გაცილებით რბილი და მსუბუქი, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში.

„მიმდინარე წლის 12 ივნისს ინტერნეტში, სავარაუდოდ, ყალბ პლატფორმაზე ვირუსულად გავრცელდა ვითომდა ჩემს მიერ გაკეთებული ინფორმაცია მყვირალა სათაურით „მოგვიწევს ქვეყნის ჩაკეტვა, ლოკდაუნის გამოცხადება“, რომელიც მტკნარი სიცრუეა და მიზნად ისახავს მოსახლეობის გაღიზიანებას, დასტრესვას და საქართველოში კოვიდ პანდემიის წარმატებულ მართვაზე ჩრდილის მიყენებას.

ზუსტად ამ დღეს მე ვიმყოფებოდი ქალაქ ქუთაისში იმერეთის რეგიონის კოვიდ კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სადაც განვიხილეთ COVID-19-ით ავადმყოფების მოვლისა და მკურნალობის სერვისების ოპტიმიზაციის და გარდაცვალების შემთხვევების შემცირების საკითხები.

ეს შეხვედრა გაშუქდა ტელევიზიების საშუალებით, სადაც მე სრულიად საპირისპირო შინაარსის ოპტიმისტური განცხადებები გავაკეთე. ჩვენ არა თუ ვემხრობით ლოკდაუნებს და ჩაკეტვებს, არამედ პირიქით, ჯანდაცვის სამინისტროსთან და NCDC-სთან ყველაფერს ვაკეთებთ რათა, ქვეყანაში აკრძალვები და შეზღუდვები მინიმალური იყოს და რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას.

შედეგიც სახეზეა - საქართველოში ე.წ. „მესამე ტალღის“ მანძილზე ყველანაირი შეზღუდვები იყო გაცილებით რბილი და მსუბუქი, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში, ხოლო ამჟამად პრაქტიკულად ყველა აკრძალვა და შეზღუდვა მოხსნილია, დარჩა მხოლოდ კომენდანტის საათი და ისიც მხოლოდ მინიმალური დროით.

და ამას ქვეყანამ მიაღწია მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაგვიანებით დაიწყო და პირბადეების გამოყენების მაჩვენებელიც დაბალია. შემდგომში არასასიამოვნო გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მოსახლეობას ვთხოვ ისარგებლონ მხოლოდ ჩემი პირადი ან სამსახურის (ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი) ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაციებით და ნუ ენდობიან საეჭვო რეპუტაციის ინტერნეტპლატფორმებს“, - აცხადებს ცერცვაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ჯერ არც ერთ ქვეყანას არ უთქვამს პირბადეებზე უარი და ნუ ვიქნებით ცუდი მაგალითი“ - ცერცვაძე

✔️ „ქვეყანაში სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს“ - გამყრელიძე

✔️ ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 4425 ადამიანი აიცრა

✔️ 522 ინფიცირება, 1074 გამოჯანმრთელება, 14 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში