COVID-19

„ქვეყანაში სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს“ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის
დირექტორი
1623595111
დაკოპირებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება უმჯობესდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები უნდა გათამამდნენ.

გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ დავიცავთ ყველა წესსა და რეკომენდაციას, კოვიდ 19-ის მეოთხე ტალღა მსუბუქად ჩაივლის.

„ქვეყანაში სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს. ჩვენ მესამე ტალღა, მეორესთან შედარებით უფრო იოლად გადავიტანეთ. ამის თქმა ვერაფრით დაამშვიდებს იმ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები.

თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს, ყველა რეკომენდაციას და ავიცრებით მაქსიმალურად, დარწმუნებული იყავით, რომ შემდეგი ტალღა იქნება მსუბუქი“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 4425 ადამიანი აიცრა

🔴 276 თბილისი, 45 აჭარა - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში

🔴 522 ინფიცირება, 1074 გამოჯანმრთელება, 14 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

🔴 160 მლნ გამოჯანმრთელებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

„ჩვენი შვილებისა და
შვილიშვილების დაცვის
ერთადერთი შესაძლებლობაა
ოჯახის წევრების
ვაქცინაცია“

„პირებს, რომელთაც ვაქცინის პირველ დოზაზე...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ადამიანებს რომელთაც კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ.

1627587122

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 126 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 775 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 351 PCR ტესტით.

1627629525

კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხი გერმანიაში შესასვლელად 1 აგვისტოდან სავალდებულო ხდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

1627629452

თბილისში აზერბაიჯანის მოქალაქე, ჟურნალისტი ჰუსეინ ბახიკანოვი გარდაიცვალა. შემთხვევა 14 ივლისს მოხდა.

1627629364

საქართველოს პროკურატურამ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოგრაფ ვ.ქ-ს მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე გ.გ-ს და გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1627629217
კორონავირუსი

2712 ინფიცირება, 1561 გამოჯანმრთელება, 25 გარ...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი, ხოლო 1561 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1627628198
30 ივლისს ნაძალადევის რაიონში ელექტრომომ...

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 30 ივლისს, ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეკონ...

დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, ვაგან კერობიანს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

დღეს კიდევ ერთი სპორტული მოედანი და ნარგ...

„დღეს კიდევ ერთი სპორტული მოედანი და ნარგავებით სავსე სკვერი გავხსენით ჩუღურეთში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.