მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაბუნია 12 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე: მისი მდგომარეობა პირველი დღიდან საყურადღებო იყო

ჯანდაცვის მინისტრის მოაგილე კორონა ვირუსზე
1605550081
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მოზარდის მდგომარეობა პირველივე დღიდან რთული იყო.

„სამწუხარო შემთხვევაა და უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ ოჯახის მიმართ. ბავშვის მდგომარეობა პირველი დღიდან საყურადღებო იყო.

ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც პაციენტი გადაჰყავდათ სხვა კლინიკაში მისი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე. კლინიკამ მისი გადამისამართება აუცილებლად მიიჩნია და ბავშვი სწორედ ამ დროს გარდაიცვალა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო საკითხთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს გაარკვევს.

„იმდენი ინფორმაცია გავრცელდა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ საუბარი ეთიკურად არ მიმაჩნია სწორად. ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ შემთხვევას და შესაფერის რეაგირებას მოახდენს იმ კლინიკასთან მიმართებაში, სადაც იმართებოდა ეს შემთხვევა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, შემთხვევის მართვა იყო ადეკვატური“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

📌 ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 82 835 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 65 291 პაციენტი განიკურნა, 733 კი გარდაიცვალა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 რა შემთხვევაში გადის სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე

👉 გამყრელიძე: მკაცრი შეზღუდვები კიდევ დაწესდება