მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამყრელიძე: ვცდილობთ „ნოვავაქსი“ ივლისში მივიღოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, 2020
1617991828
COVID-19

„ნოვოვაქსმა“ მისცა ლიცენზია ინდოეთის ცნობილ „სერუმ ინსტიტუტს“, რომელიც ასევე აწარმოებს „ასტრაზენეკას“ და მან უნდა აწარმოოს მილიარდი დოზა, მათ შორის 300 მილიონი „კოვაქსის“ პლატფორმისთვის“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ საქართველომ „ნოვავაქსის“ ვაქცინა ივლისში მიიღოს.

„ნოვოვაქსი“ ჯერ არ იწარმოება და არც ვთქვათ, დაშვებული არ არის. იცით, რომ მან გაიარა სამი ფაზა კვლევის. „ნოვოვაქსი“ არის ძალიან ძლიერი ვაქცინების მწარმოებელი ამერიკული კომპანია.

ჩვენთან შემოდის „კოვაქსის“ საშუალებით. ასევე პირდაპირი მოლაპარაკებაა „სერუმ ინსტიტუტთან“, უკვე არის მისული მოლაპარაკება გარკვეულ წერტილამდე. გათვალისწინებულია აგვისტო, მაგრამ ვცდილობთ, ეს თარიღი იყოს ივლისი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

ამ დროისთვის აცრისთვის „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინების გამოიყენება, ხოლო „სინოფარმით“ ვაქცინაციის დასაწყებად ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმო-სგან მის აღიარებას ელოდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „თუ ადამიანს ვაქცინის პირველ დოზაზე მძიმე ალერგიული რეაქცია ჰქონდა, მას მეორე დოზა ვერ გაუკეთდება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „აპრილის ბოლოს იქნება მაქსიმალური შემთხვევები და მაისის მეორე ნახევრიდან დაღმართისკენ წავა“ - კულუმბეგოვი

👉 საქართველოში ჩინური ვაქცინის გამოყენება დაახლოებით 20 აპრილიდან დაიწყება