„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ გაიკეთა.
„ჰუავეიზე გადავედი“, - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში და ვაქცინაციის პროცესის ფოტოს ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
✔️ 4 მაისს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.
✔️ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.
✔️ კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთის პროვინცია უხანში 2019 წლის დეკემბერში დადასტურდა.
✔️ რაც შეეხება გლობალურ სტატისტიკას, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 155 მლნ-ს აჭარბებს.
ამავე თემაზე:
✔️ „დიდი ალბათობაა ქვეყანაში ინდური შტამი იყოს“ - გამყრელიძე
✔️ როდის იგეგმება ბავშვების კოვიდვაქცინაცია? - ამირან გამყრელიძის განმარტება