მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის იგეგმება ბავშვების კოვიდვაქცინაცია? - ამირან გამყრელიძის განმარტება

ამირან გამყრელიძე
1620236400
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბავშვების კოვიდვაქცინაცია არ იგეგმება.

გამყრელიძემ განმარტა თუ რა მიზეზის გამო ვერ მოხდება 12 წელს ზემოთ ბავშვების აცრა.

„ჩვენ ეს ვერ გვექნება. ჯერჯერობით მესამე ფაზის კვლევა ბავშვებზე ანუ 12 წლის ზემოთ მხოლოდ „ფაიზერს“ აქვს ჩატარებული. შეაჩერა „ასტრაზენეკამ“, დაწყებული ჰქონდა კვლევები და ასევე კიდევ რამდენიმე კომპანიამ. ამერიკის წამლის სააგენტოს ჯერჯერობით არ ჰქონდა დასტური მიცემული ბავშვებში გამოყენებაზე.

გიდასტურებთ იმას, რომ თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა ისე რა თქმა უნდა რთული იქნება პანდემიის დასრულება. კარგია ის, რომ ეს ვირუსი ნაკლებად ერჩის ბავშვებს, ისინი შედარებით ადვილად იტანენ ამ ინფექციას, მაგრამ აქტიური გამავრცელებლები არიან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

რაც შეეხება მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესს, ამირან გამყრელიძის თქმით, იმისათვის, რომ კოლექტიური იმუნიზაციის ფენა შეიქმნას ამისთვის 60%-ის აცრაა საჭირო.

გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 300 ათასი ვაქცინის დოზაა.

„კოლექტიური იმუნიტეტი, რომ ჩამოყალიბდეს მოსახლეობაში დაახლოებით მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრაა საჭირო. მილიონ 700 ათასი ადამიანი ორჯერად უნდა იყოს ამისთვის აცრილი. არავინ არ მალავს, რომ დუნედ მივდივართ.

დღეისთვის ბოლოს მონაცემებით აცრილია 51 190-მდე ადამიანი. დღეს 300 ათასი ვაქცინის დოზაა ქვეყანაში. ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია დამოკიდებულია მოსახლეობის დამყოლობაზე და თუ როგორ იმუშავებს ჩვენი საკომუნიკაციო კამპანია. მოგეხსენებათ, რომ ახალი ვაქცინის დანერგვა ქვეყანაში ყოველთვის სკეპტიციზმთან არის დაკავშირებული“, - დასძინა ამირან ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, 4 მაისს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.

✔️ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.

✔️ კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთის პროვინცია უხანში 2019 წლის დეკემბერში დადასტურდა.

✔️ რაც შეეხება გლობალურ სტატისტიკას, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 155 მლნ-ს აჭარბებს.

ამავე თემაზე:

✔️ „სრულად აცრილი პირებისთვის გარკვეული სტიმულის დაწესება განიხილება“ - გაბუნია

✔️ როდის უნდა ველოდოთ საქართველოში „ნოვავაქსისა“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებს?

✔️ კანადამ 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება დაუშვა