მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დიდი ალბათობაა ქვეყანაში ინდური შტამი იყოს“ - გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1620239851
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ინდურ შტამზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ის შესაძლოა, ქვეყანაში იყოს.

გამყრელიძის თქმით, ლუგარის ცენტრს ინდური შტამი არ დაუდასტურებია.

„შესაძლებელია იყოს, მაგრამ ჩვენ ის ლაბორატორიულად ლუგარის ცენტრში არ დაგვიდასტურებია. ახალი შტამის სეკვენირებას უმრავლესობა ვერ აკეთებს, ამიტომ სხვა ლაბორატორიები თუ საეჭვო იქნებოდა ჩვენთან გამოგზავნიდნენ. დიდი ალბათობით შესაძლებელია იყოს, მაგრამ ჩვენთან სრულად დომინირებს ბრიტანული შტამი“, - აღნიშნა გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

✔️ 4 მაისს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.

✔️ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.

✔️ კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთის პროვინცია უხანში 2019 წლის დეკემბერში დადასტურდა.

✔️ რაც შეეხება გლობალურ სტატისტიკას, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 155 მლნ-ს აჭარბებს.

ამავე თემაზე:

✔️ როდის იგეგმება ბავშვების კოვიდვაქცინაცია? - ამირან გამყრელიძის განმარტება

✔️ კანადამ 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება დაუშვა