მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმიტომ არ შემოიტანეს საქართველოში, რომ მათ საერთაშორისო აღიარება არ ჰქონდათ“ - ცერცვაძე ჩინურ და რუსულ ვაქცინებზე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
1614788090
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში რუსული და ჩინური ვაქცინა იმიტომ არ შემოიტანეს, რომ მათ საერთაშორისო აღიარება არ ჰქონდათ, საქართველო კი, მაღალი სტანდარტული გზით წავიდა.

„ვადასტურებ, რომ მათ შეეძლოთ ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანა 2-3 თვის წინ, ასეთ შემთხვევაში კი, ვაქცინაციას დავიწყებდით უფრო ადრე, ვიდრე ეს დაიწყო თურქეთმა, აზერბაიჯანმა და უკრაინამ. თუმცა, იმიტომ არ შემოიტანეს საქართველოში, რომ მათ საერთაშორისო აღიარება არ ჰქონდათ. საქართველო კი მაღალი სტანდარტული გზით წავიდა.“ - აცხადებს იგი.

ცერცვაძის თქმით, 2-3 კვირას არ უნდა შეეწიროს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები.

„რა სინდისით საყვედურობენ სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს ამას და ამბობ, რომ ეს საქართველოს კატასტროფაა და იმ ქვეყნების წარმატება. 2 და 3 კვირას ხომ არ უნდა შევწიროთ ასეთი სტრატეგიული ინტერესები. ამ საკითხის დაყენება უზნეობაა. რა სინდისით გვამუნათებენ. ნებისმიერი ადამიანი მიხვდება იმას, თუ რამხელა დემაგოგიას ეწევიან ჩვენი ოპონენტები,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

იგი განმარტავს, რომ საქართველო ელოდება ამერიკულ და ევროპულ ვაქცინას.

ჩინური ვაქცინის საკითხზე (იანვარში) განცხადება ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა:

„ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას,“- ამის შესახებ იანვარში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულს (იანვარში) გამოეხმაურა თენგიზ ცერცვაძეც:

„რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინას, მე აღვნიშნე და ვრჩები იმ აზრზე, რომ ის არ არის „ხელწამოსაკრავი“ და შესაძლოა იყოს არანაკლებ ეფექტიანი, რის სასარგებლოდაც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინით ხდება მოსახლეობის ვაქცინირება ჩინეთში და ეს ვაქცინა შეიძინეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილია და სხვ. მაგრამ ვიმეორებ, რომ მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე, მითუმეტეს, რომ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის“,- წერს სოციალურ ქსელში თენგიზ ცერცვაძე.

აგრეთვე დაინტერესდებით:

„არასერიოზულია ჩინური და რუსული ვაქცინის განხილვა მანამ, სანამ ის ავტორიზებული გახდება ნორმალურ ქვეყნებში“ - გეგეჭკორი

„არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, რომ ჩინური ვაქცინით უნდა დაგვეწყო აცრები ქვეყანაში“ - იმნაძე