მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, რომ ჩინური ვაქცინით უნდა დაგვეწყო აცრები ქვეყანაში“ - იმნაძე

გამყრელიძის მოადგილე
1614757744
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ვაქცინაციის დაწყება არ აჩერებს ეპიდემიოლოგიურ პროცესს, პროცესის გაჩერება შეუძლია ვაქცინაციის დამთავრებას.

მისი პროგნოზით, 2021 წლის ზამთრისთვის ქვეყნის მოსახლეობის 60% უკვე აცრილი იქნება.

იმნაძე ჩინური ვაქცინის შემოტანის საკითხსაც შეეხო და გაიხსენა საზოგადოების უარყოფითი რეაქცია, როდესაც მათ ჩინური ვაქცინის შემოტანის მზაობაზე შეიტყეს.

„ჩინური ვაქცინა მზად არის ქვეყანაში შემოვიტანოთ თქო, რა ამბავი ატყდა გახსოვთ?“ - ამბობს იმნაძე.

მისი თქმით, ის თავადაც არ იყო ბოლომდე დარწმუნებული საქართველოში ჩინური ვაქცინით აცრების დაწყების სისწორეში.

„არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, რომ ჩინური ვაქცინით უნდა დაგვეწყო აცრები ქვეყანაში,“ - აცხადებს იგი.

ჩინური ვაქცინის საკითხზე (იანვარში) განცხადება ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა:

ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას,“- ამის შესახებ იანვარში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულს (იანვარში) გამოეხმაურა თენგიზ ცერცვაძეც:

„რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინას, მე აღვნიშნე და ვრჩები იმ აზრზე, რომ ის არ არის „ხელწამოსაკრავი“ და შესაძლოა იყოს არანაკლებ ეფექტიანი, რის სასარგებლოდაც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინით ხდება მოსახლეობის ვაქცინირება ჩინეთში და ეს ვაქცინა შეიძინეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილია და სხვ. მაგრამ ვიმეორებ, რომ მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე, მითუმეტეს, რომ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის“,- წერს სოციალურ ქსელში თენგიზ ცერცვაძე.

აგრეთვე იხილეთ:

„შეზღუდვების მოხსნამ, შესაძლოა, ინფიცირების მატება გამოიწვიოს“ - ცერცვაძე

აშშ-ში Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცეს

„ვაქცინის მიწოდების პროცესის შეფერხების გამო მომწოდებელი მხარე ძალიან წუხს“ - ტიკარაძე