მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არასერიოზულია ჩინური და რუსული ვაქცინის განხილვა მანამ, სანამ ის ავტორიზებული გახდება ნორმალურ ქვეყნებში“ - გეგეჭკორი

კარდიოლოგი
1614779272
COVID-19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებს, რომ FDA-ს მიერ ავტორიზებულ და რეკომენდირებულ ვაქცინებს ენდობა.

„ჩინურ ვაქცინას არ აქვს არც ამერიკული და არც ევროპული ავტორიზაცია.

არ გვაქვს ძალიან კარგი ხარისხის კვლევები, ძალიან დიდხანს შედეგები გასაიდუმლოებული იყო, ჩინეთმა ისე აცრა მოსახლეობა, რომ მისი ვაქცინის დეტალები არავინ იცოდა,

მე პირადად ვენდობი მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომელთაც FDA გაუწევს რეკომენდაციას იმიტომ, რომ დაახლოებით ვიცნობ ავტორიზაციის პროცესს და ვიცი, რამდენად მკაცრია მათი მოთხოვნები.

ჩინური და რუსული ვაქცინის განხილვა მანამ სანამ ის ავტორიზებული გახდება ნორმალურ ქვეყნებში, ვთვლი რომ არასერიოზულია,“ - განმარტავს გეგეჭკორი.

ჩინური ვაქცინის საკითხზე (იანვარში) განცხადება ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა:

„ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას,“- ამის შესახებ იანვარში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულს (იანვარში) გამოეხმაურა თენგიზ ცერცვაძეც:

„რაც შეეხება ჩინური წარმოების ვაქცინას, მე აღვნიშნე და ვრჩები იმ აზრზე, რომ ის არ არის „ხელწამოსაკრავი“ და შესაძლოა იყოს არანაკლებ ეფექტიანი, რის სასარგებლოდაც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინით ხდება მოსახლეობის ვაქცინირება ჩინეთში და ეს ვაქცინა შეიძინეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბრაზილია და სხვ. მაგრამ ვიმეორებ, რომ მე არ გამიცია რეკომენდაცია ამ ვაქცინის შემოტანაზე, მითუმეტეს, რომ ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის“,- წერს სოციალურ ქსელში თენგიზ ცერცვაძე.

აგრეთვე დაინტერესდებით:

„ყველა კვლევა ადასტურებს პრეპარატის სარგებელს“- ნანა გეგეჭკორი კორონავირუსის მკურნალობაზე

იმნაძე: ახალი პრეპარატი ალბათ ვაქცინაზე უფრო დიდი გარღვევა იქნება

თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქცინის შემოტანის საკითხთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

„არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული, რომ ჩინური ვაქცინით უნდა დაგვეწყო აცრები ქვეყანაში“ - იმნაძე