მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანდაცვის მინისტრი: ხელმისაწვდომი გვექნება „სინოფარმის“ კიდევ 600 000 დოზა

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი
1620309257
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო დამატებით „სინოფარმის“ ვაქცინის 600 000 დოზას მიიღებს.

მინისტრის განმარტებით, „სინოფარმის“ 250 000 დოზის მიღება ივნისში იქნება შესაძლებელი.

„რა თქმა უნდა, დამატებითი დოზები იქნება, ჩვენ უკვე გვაქვს ხელმისაწვდომობა დამატებით კიდევ 100 000 დოზაზე, ივნისის თვეში ველოდებით დამატებით 250 000 დოზას, თუმცა მოლაპარაკება არის კიდევ დამატებით 250 000 დოზაზე. ეს ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, გარდა იმ რაოდენობისა, რომელიც დღეს უკვე სრულად დაჯავშნილია, ჩვენ ხელმისაწვდომი გვექნება „სინოფარმის“ კიდევ 600 000 დოზა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას.

👉 შეგახსენებთ, რომ საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყო.

👉 აღნიშნული ვაქცინის გაკეთება 18 წელს ზემოთ ყველა მოქალაქეს შეუძლია.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს რა შემთხვევებში აქვს „სინოფარმს“ პირდაპირი უკუჩვენება

„დიდი ალბათობაა ქვეყანაში ინდური შტამი იყოს“ - გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი სასულიერო პირი აიცრა