მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, დაასრულონ ვაქცინების ნაციონალიზაცია

ჯანმოს ხელმძღვანელი
1597750286
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ ქვეყნები, რომლებიც პირად ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ, ანუ ფიქრობენ პირველებმა აწარმოონ ვაქცინა და არ ზრუნავენ მსოფლიოზე, პანდემიას აუარესებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„თითოეული ქვეყნის ეროვნული ინტერესია სტრატეგიული და გლობალური მოქმედება“,- აღნიშნა გებრეისუსმა და აქვე დასძინა, ცალკე აღებული ქვეყანა ვერ იქნება უსაფრთხოდ, სანამ მსოფლიო არ იქნება უსაფრთხო. შესაბამისად, მისი თქმით, ვაქცინების ნაციონალიზაცია უნდა დასრულდეს.

გებრეისუსი ამბობს, რომ ჯანმო-ს ყველა წევრს გაუგზავნა შეტყობინება და მოუწოდა, რომ COVAX ვაქცინის შექმნის მცდელობაში იყოს მრავალმხრივი ჩართულობა.

ცნობისთვის, რუსეთმა კორონავირუსის ვაქცინა უკვე დაარეგისტრირა.

აგრეთვე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, 3 ნოემბრის არჩევნებამდე ჰქონდეს.

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 22 მილიონს გადააჭარბა და 22,062,541-ს მიაღწია, მათ შორის 14,805,191 გამოჯანმრთელებულია, 777,668 გარდაცვლილი.