მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხალხი საშობაო მომენტების გაზიარებას შეძლებს“ - საფრანგეთში საშობაოდ შეზღუდვები მცირდება

საფრანგეთი პანდემიის დროს
1606289564
COVID-19

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ხალხს საშობაო მომენტების გაზიარება შეეძლებათ ერთმანეთისთვის. ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

ემანუელ მაკრონის თქმით, ბარები და რესტორნები 20 იანვრამდე უნდა დარჩეს დაკეტილი.

პანდემიის დაწყების დღიდან საფრანგეთში 2,2 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირების შემთხვევა დადასტურდა და 50 000-ზე მეტი გარდაცვალების ფაქტი.

გამოცემის ცნობით, მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ვირუსული ინფექციების მეორე ტალღის პიკი გადალახა.

მისი თქმით, 15 დეკემბრიდან სადღესასწაულო პერიოდისთვის ძირითადი ბლოკირების შეზღუდვა შემცირდება, კინოთეატრები გაიხსნება და მოგზაურობის ზოგადი შეზღუდვები მოიხსნება, რადგან ახალი ინფიცირების მაჩვენებელი დღეში 5000–ზე ნაკლებია.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთში ახალი ინფექციების ბოლო შვიდ დღიანი საშუალო მოძრაობა შეადგენს 21 918-ს. ამ მაჩვენებელმა 7 ნოემბერს კი 54440 შეადგინა.

აგრეთვე მაკრონის თქმით, საფრანგეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებას დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში აპირებს.

📌 ცნობისთვის, COVID 19 პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 ზაზა წერეთელი: ახალი წელი მოდის, შეზღუდვების გამკაცრება აუცილებელია

👉 რუსული ვაქცინის ღირებულება 20 დოლარზე ნაკლები იქნება