მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის ახალი შტამი ბავშვებისთვის ისეთივე საშიშია, როგორც უფროსებისთვის“ - ბრიტანელი მეცნიერები

კორონავირუსი ბავშვებში
1608619207
COVID-19

კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც ბრიტანეთში სწრაფად ვრცელდება, მუტაციას განიცდის, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ ძველი შტამებისგან განსხვავებით, ბავშვები ისეთივე მგრძნობიარენი არიან მის მიმართ, როგორც მოზრდილები. ამის შესახებ „როიტერი“ მეცნიერებზე დაყრდნობით იტყობინება.

ახალი და განვითარებადი რესპირატორული ვირუსის მთავრობის მრჩეველთა ჯგუფის (NERVTAG) მეცნიერებმა, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ამ ვარიანტს, განაცხადეს, რომ იგი სწრაფად გახდა დომინირებული შტამი სამხრეთ ბრიტანეთში და მალევე შეიძლება ეს მთელ ქვეყანაში მოხდეს.

„ჩვენ ახლა დარწმუნებული ვართ, რომ სხვა შტამებთან შედარებით, ეს ვარიანტი მართლაც ბევრად გადამდებია. არსებობს ნიშნები, რომ ის უფრო მეტად არის მიმართული ბავშვების დაავადებისკენ. იმის გასარკვევად, თუ როგორ გააგრძელებს ვირუსი მომავალში მოქმედებას, ჩვენ მეტი ინფორმაცია გვჭირდება”, - განაცხადა ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ინფექციური დაავადებების პროფესორმა, ეპიდემიოლოგმა და NERVTAG– ის წევრმა ნილ ფერგიუსონმა.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის ახალი შტამის გაჩენამ, 40-ზე მეტ ქვეყანას დიდ ბრიტანეთთან საჰაერო საზღვრის ჩაკეტვისკენ უკვე უბიძგა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კორონავირუსის ახალი შტამი უკვე უკრაინაშია - ინფექციონისტი

👉 დიდ ბრიტანეთში მოგზაურობაზე აკრძალვები ფართოვდება

👉 ჯანმო კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ განცხადებას აკეთებს