მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის ახალი შტამი უკვე უკრაინაშია - ინფექციონისტი

უკრაინაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

უკრაინელი ინფექციონისტის ვიქტორ პეტროვის თქმით, დასავლეთ უკრაინაში უკვე დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შტამი. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian ავრცელებს. 

ექიმის თქმით, მის ერთ-ერთი პაციენტი კორონავირუსის ახალი შტამით არის ინფიცირებული.

„ერთი ასეთი მაგალითია ჩემი პაციენტი ნიკოლაი. ის არის მიგრანტი მუშაკი, ხშირად მოგზაურობს. ის ვირუსის იმ შტამით არის დაავადებული, რის შესახებაც დიდ ბრიტანეთში განაცხადეს. ვადასტურებ ამ შემთხვევას და ვამბობ, რომ ერთი ასეთი შემთხვევა უკრაინაშიც დაფიქსირდა“, - აცხადებს ექიმი.

ექიმმა ასევე დასძინა, რომ ვირუსი ძალიან აქტიურად გარდაიქმნება.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა, რომელიც ინგლისის ზოგიერთ ნაწილში უფრო სწრაფად ვრცელდება. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობეს, დიდი ბრიტანეთის მეცნიერები კი დეტალურ კვლევებს ატარებენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

დიდ ბრიტანეთში მოგზაურობაზე აკრძალვები ფართოვდება

რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ?