მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდ ბრიტანეთში მოგზაურობაზე აკრძალვები ფართოვდება

დიდ ბრიტანეთან ფრენებს ევროპის რამდენიმე ქვეყანა კრძალავს

კანადის შემდეგ იმ ქვეყნების წრე ფართოვდება, რომლებიც კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლაზე უარს ამბობენ. 

bbc-ის ინფორმაციით, ევროკავშირი ახალ ვარიანტზე რეგულაციების დადგენის კუთხით მუშაობს. გერმანიამ, საფრანგეთმა, დანიამ, ნიდერლანდებმა და მათ შორის იტალიამაც გადაწყვეტილება მიიღო დიდი ბრიტანეთიდან ფრენების დროებით შეჩერების შესახებ.

ასევე შეჩერებულია სარკინიგზო მომსახურებაც.

აღსანიშნავია, ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტი 70% -ით უფრო გადამდებია, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ იგი უფრო მომაკვდინებელია.

ამასთან, სპეციალისტები აცხადებენ, რომ არ არსებობს არანაირი დამადასტურებელი საშუალება იმისა, რომ განსხვავებულად რეაგირებს ვაქცინაციაზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ?