მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის ინდური შტამით დაინფიცირებული 5 ადამიანიდან 2 საქართველოს მოქალაქეა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1622134997
COVID-19

5 ადამიანიდან, რომლებსაც ​​კორონავირუსის ინდური შტამი დაუდასტურდათ, 2 საქართველოს მოქალაქეა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ჩვენთან ამ ეტაპზე თითქმის 90-დან 100%-ის ფარგლებში გახლავთ ბრიტანული შტამი. დღეს დადასტურდა 5 პიროვნებაში ინდური შტამის არსებობა.

ამ 5 ადმაიანიდან ორი გახლავთ საქართველოს მოქალაქე. ხუთივეს აქვს უცხოეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია და შემოსული იყვნენ საქართველოში მაისის შუა რიცხვებში.

ხუთივე ადამიანის კლინიკური მდგომარეობა გახლავთ დამაკმაყოფილებელი, აქედან სამმა, რომლებიც გახლდათ უცხოელები, უკვე დატოვეს ქვეყანა, ხოლო დანარჩენი ორი, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები არიან შესაბამისად იზოლირებული და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა. ისინი არიან სახლის პირობებში და დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა

შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი დაფიქსირდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ვაქცინამ შესაძლოა ვერ დაგვიცვას ინდური შტამისგან

👉 „ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო, ვიდრე ჩვენ ქვეყანაში მოცირკულირე კორონავირუსს“