მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ინდური შტამი დაფიქსირდა

კორონავირუსია, ინდური შტამი
1622129640
COVID-19

საქართველოში ე.წ. ინდური შტამი დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში შემოსული 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით.

„ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ SARS-CoV-2-ის ინდური შტამის გამოვლენის შესახებ.

მოგახსენებთ, რომ კომპეტენციის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუდმივად აწარმოებს ქვეყანაში მოცირკულირე SARS-CoV-2-ის შტამების გავრცელების მონიტორინგს.

ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით.

ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთი და იგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია.

ეპიდკვლევების მონაცემებით მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

ცერცვაძე: ვაქცინამ შესაძლოა ვერ დაგვიცვას ინდური შტამისგან

⭕ „ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო, ვიდრე ჩვენ ქვეყანაში მოცირკულირე კორონავირუსს“