მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 102 წლის მოხუცი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციური კლინიკა, 2020
1604471217
COVID-19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 102 წლის მოხუცი მკურნალობს, რომელიც ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, მოხუცის მდგომარეობა სტაბილურია.

ამავე კლინიკაში ერთი და ორი თვის ჩვილები კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობენ.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 76 პაციენტი გვყავს, საიდანაც 10 ახალია. 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, დანარჩენები მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმის არის. ასევე გვყავს ერთი და ორი თვის ჩვილებიც“, - აღნიშნა ნოდარ მაღლაფერიძემ.

👉ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 28 633 და გარდაცვლილია 362 ადამიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉დღეიდან პირბადის გამოყენება დახურულ და ღია სივრცეებში სავალდებულო ხდება

👉სააკაშვილი: რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი მქონდა

👉ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით გარდაცვლილი 27 წლის პაციენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს