მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან გოფოძე: ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობა საშიშროებას არ წარმოადგენს

რესპუბლიკური კლინიკის დირექტორი 2020
1605712575
COVID-19

„საქართველოში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც განსხვავდება წამყვანი ევროპული ქვეყნებისგან და ვისაუბრეთ, თუ როგორ შევამციროთ ეს ზეწოლა. ამისათვის ბევრი პირობაა ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ, კოვიდ-სასტუმროები, რომელთა გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურად შეიძლება და ასევე ბინაზე მკურნალობის კრიტერიუმები“, - ამის შესახებ  რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას კარგად განემარტოს, რომ დაავადების სამართავად აუცილებელი არ არის ჰოსპიტალში ყოფნა და ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობა საშიშროებას არ წარმოადგენს.

ლევან გოფოძის განცხადებით, ასეთი მიდგომით იმ ადამიანებს დაცვა მოხდება, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია რეალურად ესაჭიროებათ.

„ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ დღევანდელ შეხვედრაზე, მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იყო სწორედ ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის შემცირების პრობლემა. საქმე იმაშია, რომ საქართველოში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც განსხვავდება ყველა წამყვანი ევროპული ქვეყნებისგან და ვისაუბრეთ, თუ როგორ შევამციროთ ეს დაწოლა.

ამისათვის ბევრი პირობაა ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ, კოვიდ-სასტუმროები, რომელთა გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურად შეიძლება და ასევე ბინაზე მკურნალობის კრიტერიუმები. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა, რათა ჩვენ მოსახლეობას განვუმარტოთ, რომ საშიშროებას არ წარმოადგენს და აუცილებელი არ არის იყო ჰოსპიტალში იმისათვის, რომ შენი დაავადება მართო, შესაძლებელია იყო ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროში განხორციელდეს ეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლევან გოფოძემ.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავრიუსის 89 395 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 71 468 და გარდაცვლილია 815 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 სამცხე-ჯავახეთში სასწრაფო დახმარების უფროსი COVID 19-ით გარდაიცვალა

👉 Pfizer და BioNTech: ვაქცინა 95%-ით ეფექტურია, ეს საბოლოო ანალიზია