მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Moderna: კორონავირუსის წინააღმდეგ ჩვენი ვაქცინის ეფექტიანობა 94,5%-ია

მოდერნას ვაქცინა
1605529837
COVID-19

Moderna გახდა მეორე ფარმაცევტული კომპანია აშშ-ში, რომელმაც მისი ექსპერიმენტული ვაქცინის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ძირითადი კვლევის თანახმად, დადასტურებულია, რომ COVID 19–ის წინააღმდეგ Moderna-ს ვაქცინის ეფექტიანობა 94,5%-ია. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

კომპანია ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების შემდეგ აშშ–ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან წარმოების ნებართვას მიიღებს.

კომპანია Moderna-მ, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა, აშშ–ის მთავრობისგან კვლევისა და განვითარებისთვის $1 მლრდ მიიღო და ვაქცინის 100 მლნ დოზის მიწოდებაზე $1,5 მლრდ-იანი შეთანხმება დადო.

აშშ-ის მთავრობა სხვა ვაქცინის დამატებით 400 მლნ დოზას იყიდის, ხოლო Moderna-ს ასევე აქვს ხელშეკრულებები მიწოდების შესახებ სხვა ქვეყნებთან.

👉 ინფორმაციისთვის, მანამდე კომპანია Pfizer-მა და მისმა გერმანელმა პარტნიორმა BioNTech- მა, განაცხადეს, რომ მათ ვაქცინას კორონავირუსის წინააღმდეგ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აქვს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 Johnson & Johnson ვაქცინის ტესტირების მესამე ეტაპზე გადადის

👉 როდის უნდა ელოდოს საქართველო ვაქცინას