მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოდერნას“ვაქცინა ეფექტურია 12–დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში - The New York Times

აცრა
1621954116
COVID-19

„მოდერნას“ მწარმოებლები აცხადებენ, რომ აღნიშნული ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურია 12–დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში. ინფორმაციას The New York Times-ი აქვეყნებს.

მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ „მოდერნას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ამჟამად მხოლოდ მოზრდილებში გამოიყენება, ძალზე ეფექტურია 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში და ივნისში სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას მიმართავს მოზარდებისთვის ვაქცინის გამოყენების ნებართვის მისაღებად.

დამტკიცების შემთხვევაში, „მოდერნა“ გახდება Covid 19-ის საწინააღმდეგო მეორე ვაქცინა, რომლის მიღებაც აშშ–ში მოზარდებს შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ მარეგულირებელმა ორგანოებმა მაისში გასცა ნებართვა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად.

ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა, რომ აშშ–ის სასკოლო სისტემა, შემოდგომაზე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

„მოდერნას“ ეს განცხადება ემყარება კლინიკურ კვლევას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 12-დან 17 წლამდე 3,732 მოზარდმა, რომელთა ორმა მესამედმა მიიღო ვაქცინის 2 დოზა. კომპანიამ განაცხადა, რომ სრულად ვაქცინირებულ მოზარდებში კორონავირუსის სიმპტომური გამოვლინება არ ყოფილა.

ეს ნიშნავს 100% ეფექტურობას, როგორიც მაჩვენებელიც აქვს მაგალითად Pfizer–ს. ამ ვაქცინის ტესტირება ჩატარდა 12–დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.

„ეს პერსპექტიულ შედეგებს ასახავს“ - აღნიშნა ექიმმა კრისტინ ოლივერმა, პედიატრმა და ვაქცინების ექსპერტმა ნიუ -იორკის საავადმყოფოში. „რაც მეტი ვაქცინა გვაქვს მოზარდების დასაცავად კორონავირუსთან საბრძოლველად, მით უკეთესია“.

„მოდერნამ “ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინის ერთ დოზას ჰქონდა 93 პროცენტიანი ეფექტურობა სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ.

„ეს შედეგები, რომლებიც მივიღეთ სრულად ვაქცინირებულთა შორის ვირუსისაგან დაცვის კარგი მაჩვენებელია“ - თქვა სასკია პოპესკუმ, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ინფექციურმა ეპიდემიოლოგმა.

გვერდითი მოვლენები შეესაბამება მოზრდილებში დაფიქსირებულ ჩვენებებს: ტკივილი ინექციის ადგილზე, თავის ტკივილი, დაღლილობა, კუნთების ტკივილი და ტემპერატურა. „დღემდე ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი პრობლემები არ გამოვლენილა“ - ნათქვამია „მოდერნას“ განცხადებაში.

კვლევაში მონაწილე მოზარდებზე დაკვირვება მოხდება მეორე დოზის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში.

შედეგები არ შეიცავს კლინიკური კვლევის დეტალურ მონაცემებს. ერთ-ერთმა ექიმმა აღნიშნა, რომ ვაქცინების ეფექტურობა შეიძლება უფრო რთულად შეფასდეს ბავშვებში, რომელთაც უფრო ნაკლებად აქვთ სიმპტომური დაავადების განვითარება, ვიდრე მოზრდილებში.

ამის მიუხედავად, მისი თქმით, შედეგები ემთხვევა იმას, რასაც მეცნიერები ელიან და ვარაუდობენ, რომ „მოზარდებში ვაქცინა დადებითად მოქმედებს. “

„მოდერნას“ მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ იგი აპირებს მონაცემების გამოქვეყნებას რეცენზირებულ ჟურნალში.

იხილეთ აგეთვე:

✅„ფაიზერის“ ვაქცინა ბრიტანული და აფრიკული შტამების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია - The New York Times

✅როდის იქნება „ფაიზერის“ მილიონი დოზა საქართველოში? - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

✅კანადამ 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება დაუშვა