მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის იქნება „ფაიზერის“ მილიონი დოზა საქართველოში? - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

ეკატერინე ტიკარაძე
1621599951
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერს“ საქართველო დაახლოებით ივლისში მიიღებს.

მისი თქმით, ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ვაქცინის მწარმოებელ კომპანიასთან.

„მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე იცის, რომ ზაფხულში აუცილებლად გვექნება ჩვენ „ფაიზერის“ ვაქცინა. ივლისში, დაახლოებით ვადგენთ ლოგისტიკის კუთხით არსებულ სიზუსტეებს და როდესაც გვექნება ინფორმაცია მომწოდებელი კომპანიის მხრიდან, მოსახლეობას ამის შესახებ ვაცნობებ.

ხშირია სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ამბობენ, რომ გარკვეული გზებით მიიღეს „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო მუდამ ამოწმებს ამ ინფორმაციას და ეს ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება სიმართლეს.

მინდა მოვუწოდო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც აქვს რთული ქრონიკული დაავადებები და რომელთაც ეკუთვნით „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა, რომ გამოაგზავნონ წერილობითი მოთხოვნა და კომისიური წესით მოხდება ამასთან დაკავშირებით მსჯელობა, რის შედეგადაც მათ მიეცემათ საშუალება „ფაიზერის“ დიდი რაოდენობით ჩამოსვლამდე მიიღონ ეს ვაქცინა“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, „სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან დაიწყო.

ვაქცინაციას კი 18 წელს ზემოთ მოქალაქეები 24 მაისს შეძლებენ.

საქართველოში „სინოვაკის“ 100 ათასი დოზაა. ის ავტორიზებულია ადგილობრივი მარეგულირებლის მიერ.

იხილეთ აგრეთვე:

✅რამდენი პროცენტით იცავს „სინოვაკი“ ადამიანებს? - გიორგი ღოღობერიძის განმარტება

✅„თბილისის მოსახლეობის 35%-ს კოვიდი ისე აქვს გადატანილი, რომ ამის შესახებ არ იცის“ - თენგიზ ცერცვაძე

✅„სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება, ვაქცინაციას კი მოქალაქეები 24 მაისს შეძლებენ