მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის აცრა Sputnik V-ით დაიწყეს

ოკუპირებული აფხაზეთი
1620820557
COVID-19

ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით Sputnik V-ით ცრიან. ინფორმაციას sputnik abkhazia ავრცელებს.

„დღეიდან სოხუმის ნომერ პირველ პოლიკლინიკაში ისევე როგორც მოსახლეობის, ასევე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია დაიწყო. დღეს აცრა ჩაუტარდა 14 ადამიანს. აცრილი პირები თავს კარგად გრძნობენ და არ აქვთ არანაირი გვერდითი ეფექტი“, - აცხადებს პოლიკლინიკის ექიმი ლიანა ამპარი.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ ვაქცინაციის დროს საჭიროა პირს თან ჰქონდეს „აფხაზური პასპორტი“ და რეგისტრაციის ნომერი.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 14 834-ს აღწევს, ხოლო 13 823 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

რუსული ვაქცინა Sputnik V-ის 6500 დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს 30 აპრილს გადაეცა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ რა ახასიათებს პოსტკოვიდურ სინდრომს? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

✔️ ფოთში კორონავირუსით 48 წლის ექთანი გარდაიცვალა