მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: სრულ „ლოქდაუნზე“ საუბარი არ ყოფილა

პაატა იმნაძე stopcov
1609156741
COVID-19

„აშკარად ჭორებია. ამაზე ლაპარაკი და მსჯელობაც არ ყოფილა. არის ორთვიანი გეგმა და მის მიხედვით გრძელდება ყველაფერი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ სრული „ლოქდაუნის“  გამოცხადების შესაძლებლობასთან დაკავშირებით სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, თუ მოსახლეობისა და სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელობების მხრიდან რეგულაციების დაცვა გაგრძელდება, არსებული ეპიდვითარება შენარჩუნდება.

„მე გაცილებით უფრო მეშინია ახალი წლის ღამის, რადგან ამ დროს ხშირია ერთმანეთთან სტუმრობები, რაც მეტად რისკისშემცველი შეიძლება იყოს, ვიდრე სავაჭრო ცენტრებში ხალხის სიარული.

დადებითობის მაჩვენებელი 13%-მდე ჩამოვიდა და ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ შემთხვევების რაოდენობა იკლებს. სიტუაცია აშკარად დასტაბილურებულია, თუმცა ძალიანაც ნუ დავიმშვიდებთ თავს, რადგან ნაკლებია მიმართვა 112-სა და კლინიკებში და ახალი შემთხვევების შემცირებული მაჩვენებელი გარკვეულწილად ამის შედეგიცაა“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კორონავირუსის ნაცნობი თუ ახალი შტამის შემთხვევაში თავის ყველაზე ეფექტური დაცვის საშუალება პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანციაა.

„ახალი შტამი იქნება თუ ძველი შტამი, მინდა მოსახლეობამ იცოდეს, ერთადერთი თავდაცვის საშუალება არის პირბადე და დისტანციის დაცვა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 222 143 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 206 313 და გარდაცვლილია 2 418 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

COVID 19-ის ახალი შტამით ინფიცირების შესახებ საქართველოში 4 შემთხვევას იკვლევენ

ამირან გამყრელიძე არსებული შეზღუდვების იანვრის ბოლომდე გაგრძელების მომხრეა

„სიტუაცია მშვიდდება, ყველა მაჩვენებელი ქვემოთ მიდის“- ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებაზე