მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ჰოსპიტალურ სისტემაზე გადის ახლა გამარჯვების ან დამარცხების ხაზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2020
1604571236
COVID-19

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული ტესტირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გახარიას თქმით, ეპიდვითარების კუთხით სხვა სიტუაცია იყო 1 თვის წინ და დღეს სულ სხვა სიტუაციაა.

„ეს მოგვცემს შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ ბინაზე მკურნალობა, კოვიდ-სასტუმრო და ჰოსპიტალიზაცია სწორად გვაქვს დალაგებული, ანტიგენის სწრაფი ტესტირებით, აღვჭურვავთ ადამიანს ცოდნით, რომ ის ინფიცირებულია და უკვე შექმნილია ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ იმის მიხედვით, რა სიმძიმის არის, როგორ უმკურნალოს საკუთარ თავს.

ეს არის ჩვენი კრიტიკული წერტილები, რომელიც უნდა გავიაროთ: პირველი - რა თქმა უნდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე ჩამოწევა; მეორე - კოვიდ-სასტუმროებში თერაპიული მართვის ელემენტების შეტანა და ბინაზე მკურნალობა პირველადი ჯანდაცვის რგოლით; პირბადე, თვითიზოლაცია და ანტიგენის სწრაფი ტესტი - ეს არის ის ინსტრუმენტები, რომელიც უნდა დაგვეხმაროს, ეს კრიზისი, პიკი გადავიაროთ. კიდევ რა არის მთავარი - წერტილოვანი შეზღუდვებიდან, რომელზეც დღეს ვმსჯელობთ, გამოვყოთ რა არის მთავარი დღევანდელი მდგომარეობისთვის.

სულ სხვა ვითარება იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან სხვა აქტივობაა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობის თვალსაზრისით ცოტა გადასახედი გვექნება.

რასაც ვუყურებ, ევროპაშიც ძალიან მძიმდება სიტუაცია და ყველგან არის ერთადერთი კრიტერიუმი - არ მოხდეს ჰოსპიტალური სისტემის გადატვირთვა. იქ იწყება შემდეგ უმართავი პროცესები. ჰოსპიტალურ სისტემაზე გადის ახლა გამარჯვების ან დამარცხების ხაზი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 თბილისში კორონავირუსის 976 შემთხვევა გამოვლინდა

🔴 ცერცვაძე: ხარვეზი და შეფერხებაა, მაგრამ ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რაც ევროპაში ხდებოდა

🔴 საღამოსა და ღამის საათებში გადაადგილება შესაძლოა, კვლავ შეიზღუდოს