მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობამ საღამოსა და ღამის საათებში გადაადგილება შესაძლოა, შეზღუდოს

მთავრობის ადმინისტრაცის შესასვლელი

„შეიძლება დავაწესოთ ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა საღამოსა და ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, უქმე დღეებში, ან რომელიმე კონკრეტულ დღეს ან სხვადასხვა დასახლებებში. ასევე, შეიძლება შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება და სავაჭრო ცენტრების ან ბაზრობების მუშაობა“, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების ტემპის შესანელებლად, საჭიროა ქვეყანაში მობილობის შემცირება.

ვიცე-პრემიერის განმარტებით, ყველა აღნიშნულ ღონისძიებას წერტილოვანი ხასიათი ექნება და გამოყენებული იქნება იქ და იმ დროს, სადაც ამის საჭიროება დადგება.

👉ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 49218 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 33459 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 401 გარდაცვლილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉პრემიერი: ჰოსპიტალურ სისტემაზე გადის ახლა გამარჯვების ან დამარცხების ხაზი

👉გახარია: ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკური აქტივობა დააჩქარებს ვირუსის პიკს და სიტუაცია დამძიმდება

👉საღამოსა და ღამის საათებში გადაადგილება შესაძლოა შეიზღუდოს