მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ვიცავდი ყველა წესს, თუმცა როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა

პრემიერი ბრიფინგზე
1604679351
COVID-19

„ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიმყოფები სახლში, ვმკურნალობ სახლის პირობებში, სრულად ვასრულებ ოჯახის ექიმის რეკომენდაციებს და ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხო სამსახურში დაბრუნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“ ჩართვისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ვერ დაიცვა თავი ვირუსისგან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვირუსი არ ცნობს არც თანამდებობას, არც პოლიტიკურ გემოვნებას.

„რა თქმა უნდა, ვცდილობდი და ვიცავდი ყველა იმ წესს, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვირჩევდნენ, თუმცა როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, ზედმიწევნით დავიცვათ ყველა ის წესი, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვიდგენენ.

ეს არის ვირუსის შეჩერების ერთადერთი ყველაზე სწორი გზა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მაინც დავინფიცირდით, საგანგაშო აქაც არაფერია, წყნარად, მშვიდად უნდა მივყვეთ ისევ ექიმების რჩევას და ვიმკურნალოთ, როცა შესაძლებელია ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროში და მხოლოდ და მხოლოდ გართულებულ შემთხვევაში - ჰოსპიტალებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 51 993 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 37 019 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 423 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3094 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 2 438 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 618 პირი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 რატიანი: პაციენტები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, აუცილებლად მოთავსდებიან კლინიკაში

🔴 კოვიდინფექციის მართვაში, შესაძლოა, მონაწილეობა სტომატოლოგებმაც მიიღონ