მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტაქსის მძღოლები, რელიგიური კონფენსიების წარმომადგენლები, ბაზრის თანამშრომლები - ტესტირება ფართოვდება

ანტიგენის ტესტი კორონავირუსზე
1609145081
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსზე ტესტირება გაფართოვდეს. 

მისი თქმით, იანვრის განმავლობაში ვირუსზე გაიტესტებიან ტაქსის მძღოლები, სხვადასხვა რელიგიური კონფენსიების წარმომადგენლები და სურსათის ბაზრის თანამშრომლები.

„ტესტირებაში ჩაერთვებიან ტაქსის მძღოლები, რადგან როცა ტრანსპორტი არ მუშაობს, მათ ყველაზე მეტი შეხება აქვთ მოსახლეობასთან.

ჩაერთვებიან სხვადასხვა რელიგიური კონფენსიების წარმომადგენლები, რადგან ამ ხნის განმავლობაში იქნება სხვადასხვა რელიგიური რიტუალები. აგრეთვე ტესტირება ჩატარდება ღია სასურსათო ბაზრობაზე“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანაში სიტუაცია ოდნავ დასტაბილურდა, თუმცა ეს თვითდამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔰ამირან გამყრელიძე არსებული შეზღუდვების იანვრის ბოლომდე გაგრძელების მომხრეა

🔰„სიტუაცია მშვიდდება, ყველა მაჩვენებელი ქვემოთ მიდის“- ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებაზე

🔰538 ინფიცირება, 2 766 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში