მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: გადავარჩევთ იმ შემთხვევებს, რომლებიც შესაძლოა იყოს კოვიდის ახალი შტამი

იმნაძე მთავრობის ადმინისტრაციაში
1608887214
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ძნელად წარმოსადგენია, რომ კორონავირუსის ახალ შტამს იმაზე სწრაფი გავრცელება ჰქონდეს, ვიდრე ჩვენ გვქონდა 3 კვირის წინ.

„კოვიდის ახალ შტამთან საბრძოლველად რჩება იგივე, პირბადე და დისტანცია. დიდი იმედი მაქვს რომ 2021 წელი ბოლო იქნება პანდემიისთვის.

სამწუხაროდ, პირბადე და დისტანცია კვლავ დარჩება საჭირო. მსოფლიოში მოსახლეობის 60-70% უნდა აიცრას, რომ პანდემია გადაიქცეს სეზონურად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ახალი წელი ძალიან ვიწრო წრეში უნდა აღვნიშნოთ.

„მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ახალი წელი. ნუ მივალთ შვილიშვილებთან, ბებიებსა და ბაბუებთან. სამწუხაროდ, ეს წელი მთელი ცხოვრების მანძილზე გამონაკლისი იქნება ყველასთვის“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ დღეს, 25 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

პაატა იმნაძის თქმით, ისინი ახორციელებენ ვირუსების სეკვენირებას.

„ჩვენ ვაკეთებთ ვირუსების სეკვენირებას, უნდა გადავარჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა იყოს კორონავირუსის ახალი შტამი“, - დასძინა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🧐 გაბუნია: 2021 წელიც რეგულაციების დაცვით იქნება დატვირთული

🧐 თამარ გაბუნია: 350 რეანიმაციული საწოლი, თავისი სუნთქვის აპარატებით, გვაქვს თავისუფალი