მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეიდან თბილისსა და იმერეთში შეზღუდვები ამოქმედდება

რესტორანში შეზღუდვები წესდება

დღეიდან, 16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში შეზღუდვები ამოქმედდება.

გუშინ, 15 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.

კონკრეტულად კი, დღეიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22:00 საათიდან.

პრემიერის თქმით, ეს გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების სისწრაფეს შეანელებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

🔴შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი, 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.