მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსის ახალი ვარიანტი
1609397992
COVID-19

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს კიდევ 24 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი 2 505-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ჯამში 227 420 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 211 727 გამოჯანმრთელებულია.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔱1 527 ინფიცირება, 1 282 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

🔱საქართველოში ვაქცინაცია შესაძლოა მარტში დაიწყოს

🔱ეპიდვითარება საქართველოს სამეზობლოში