მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ვაქცინაცია შესაძლოა მარტში დაიწყოს 

კოვიდვაქცინაცია დიდ ბრიტანეთში
1609330485
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოსთვის ტექნოლოგიურად ყველაზე ახლოს ასტრაზენეკას ვაქცინაა. 

მისი თქმით, ბრიტანეთმა უკვე ოფიციალურად მიიღო ასტრაზენეკას ვაქცინა, მას ავტორიზაცია მისცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„რაც უფრო სწრაფად დაიწყება ევროპის რეგიონში მისი აღიარება და გავრცელება, მით უფრო მეტი შანსი გვაქვს ჩვენ, რომ ადრე მივიღოთ ასტრაზენეკას ვაქცინა, ვიდრე ამას გააკეთებს „კოვაქსის პლატფორმა“.

„კოვაქსის პლატფორმიდან“ ვაქცინის მიღებას ჩვენ ველოდებით სადღაც აპრილის თვისთვის, თუმცა მანამდე ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ თავიანთთვის შეძენილი ვაქცინის ნაწილი გადმოგვცენ. ამ ტიპის მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს და გარკვეულად, ამ წინადადებებს, რა თქმა უნდა, რეალური პერსპექტივა აქვს, ვფიქრობთ, რომ სადღაც მარტისთვის შეიძლება უკვე რეალურად ვილაპარაკოთ ვაქცინაციის დაწყებაზე.

მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, ვითარდება პოზიტიური კუთხით. ამდენად, ვაქცინაციის დაწყების მომენტი შეიძლება უფრო სწრაფად დადგეს, ვიდრე ჩვენ დღევანდელი მოლოდინიდან გამომდინარე გვაქვს გაზაფხულის თვეები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑 1 738 ინფიცირება, 1 494 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

🛑 743 თბილისი, 301 იმერეთი - კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოში

🛑 საქართველოში კორონავირუსს კიდევ 38 ადამიანი ემსხვერპლა