მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა
1605682672
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 37 ადამიანი ემსხვერპლა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

 

 

დღეის, 18 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 89 395. შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 71 468 ადამიანი განიკურნა, ხოლო 815 პაციენტი გარდაიცვალა.

„37 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში - 19 ადამიანი, აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 815 გარდაცვალების შემთხვევა.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 086. მათგან 5 763 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 650, აჭარაში - 925, იმერეთში - 1 175. მძიმე პაციენტი - 836, მათ შორის, თბილისში - 411, აჭარაში - 140, იმერეთში - 177. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - 371 პირი, მათ შორის, თბილისში - 163, აჭარაში - 115, იმერეთში - 30.

3 435 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 667 - აჭარაში, 1 151 - თბილისში, ხოლო 313 - იმერეთში. 7 888 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 370 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 442, აჭარაში -1 256, ხოლო იმერეთში - 32.

სულ 6 ოქტომბრიდან - 17 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 16 053 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 079 პირი, საიდანაც თბილისში - 14 881 პირი, აჭარაში - 16 724, იმერეთში - 5 387“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

📌 საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

📌 COVID 19 პანდემიად 11 მარტს გამოცხადდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ეპიდვითარება საქართველოში

👉 პირის ღრუს გამორეცხვას შეუძლია COVID-19 30 წამში მოკლას