მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია უარესდება, უკვე ჩვენ თითქმის არცერთ რეკომენდაციას აღარ ვიცავთ და ეს ძალიან ცუდია“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1625937383
COVID-19

„მოსალოდნელია, რომ ინფიცირების შემთხვევები გაიზარდოს ქვეყანაში და მისი შეკავება უკვე რთული გახდეს, თუ რაღაც სხვა ღონისძიებები არ იქნა გატარებული“, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ აუცილებელია რეგულაციების დაცვა. გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებისათვის რა შეიძლება მეტი ადამიანი უნდა აიცრას.

„იმართება უზარმაზარი თავყრილობები, ახლაც ჩამიყარეს სხვადასხვა ტიპის თავყრილობის ბევრი სურათი, იქნება ეს სამხიარულო თუ ჭირის სუფრები, თუ დიდი მუსიკალური დღესასწაულები, სადაც სამწუხაროდ, არც პირბადის ტარება, არც დისტანცია არ არის დაცული. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ ინფიცირების შემთხვევები გაიზარდოს ქვეყანაში და მისი შეკავება უკვე რთული გახდეს, თუ რაღაც სხვა ღონისძიებები არ იქნა გატარებული.

ალბათ ორშაბათ-სამშაბათს გაანალიზდება ბოლო ორი კვირის ეპიდსიტუაცია და საკოორდინაციო საბჭოზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წარდგენა სხვადასხვა წინადადებით. პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ რეგულაციების აღსრულებაზე, რაც არსებობს – დახურულ სივრცეში უნდა ვატაროთ პირბადე, ღია სივრცეში, როცა ბევრი ადამიანი იკრიბება, ასევე აუცილებელია პირბადის ტარება, დავიცვათ დისტანცია, დავიცვათ სანიტარიული წესები და რაც მთავარია, ახლა ვაქცინების საკმაო რაოდენობაა ქვეყანაში და აქტიურად უნდა მივმართოთ ვაქცინაციის პუნქტებს. რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით სწრაფად დამთავრდება ეპიდემია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1364 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი, ხოლო 423 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 376200-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5443 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 358227 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,06%, ბოლო 14 დღის - 3,67%, ბოლო 7 დღის - 4,07%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ის, რომ ასტრაზენეკით აცრილ მოქალაქეებს საზღვარგარეთ QR კოდის წაკითხვასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ, არ მსმენია“ - ამირან გამყრელიძე

✅როდის ამოქმედდება კოვიდპასპორტი საქართველოში?

✅„ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ვაქცინა უკვე საქართველოშია