მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ის, რომ ასტრაზენეკით აცრილ მოქალაქეებს საზღვარგარეთ QR კოდის წაკითხვასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ, არ მსმენია“ - ამირან გამყრელიძე

ncdc-ის დირექტორი
1625828311
COVID-19

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილ საქართველოს მოქალაქეებს პრობლემები ექმნებათ, რადგან საზღვარგარეთ, ზოგიერთ ქვეყანაში ქართული კოვიდ პასპორტის QR კოდი ვერ წაიკითხეს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ მედიისგან შეიტყო.

„თქვენგან მაქვს ინფორმაცია, რომ ცალკეულ შემთხვევაში ვერ მოხდა წაკითხვა. ჩვეულებრივად, ვინც იღებს QR კოდით აცრის სერტიფიკატს, ვთხოვ, რომ გადაამოწმონ ადგილზე, ეს ტელეფონის შესაბამისი ფოტო განათებითაც ხდება. რაც მინახავს, ყველგან იკითხება.

გარდა QR კოდისა, მოგეხსენებათ, აცრის სერტიფიკატზე დაბეჭდილია აცრის სტატუსი. გარდა QR კოდისა, იქ არის მითითებული, რომ ესა და ეს ადამიანი ამა თუ იმ რიცხვში ორჯერადადაა აცრილი ამა და ამ ვაქცინით. თუ არის ასეთი შემთხვევა, უნდა გადავამოწმოთ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „თუ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, გარკვეული შეზღუდვების შემოღება მოგვიწევს“

👉 „ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია“

👉 „ინდური შტამი უკვე გახდა სარბიელზე მოთამაშე“

👉 იგეგმება თუ არა გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო რეგულაციების გამკაცრება?