მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდის ამოქმედდება კოვიდპასპორტი საქართველოში?

კოვიდპასპორტი - კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის დამადასტურებელი საბუთი
1625827332
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის სერტიფიკატი, რაც საქართველოში გაიცემა კორონავირუსის ორჯერადი აცრის შემდეგ, იგივეა რაც კოვიდპასპორტი და მოქმედებს ყველგან.

„ეს სერტიფიკატი იგივეა, რაც კოვიდპასპორტი და მოქმედებს ყველგან. ყველა ადამიანს, ვინც ვაქცინის მეორე დოზით აიცრება, იგივე დაწესებულებაში შეუძლია მოსთხოვოს ხელმძღვანელობას და პორტალიდან ამოუბეჭდავენ აცრის დამადასტურებელ ცნობას, QR კოდით - სადაც უკვე ადამიანის ორჯერადი აცრა დაფიქსირებულია.

ამჟამად მინისტრის მოქმედი ბრძანება არის 1 კვირის წინ მიღებული, ყველა აცრების ჩამტარებელ დაწესებულებას ევალება, რომ მოქალაქის მოთხოვნის საფუძველზე ამობეჭდოს. მიმდინარეობს მოლაპარაკება იუსტიციის სახლებთან, რომ იგივე საშუალება ჰქონდეს ადამიანებს მიიღონ აცრის დამადასტურებელი ფურცელი, თუ ამცრელ პუნქტში ვერ მოახერხეს ამის მიღება, მაგრამ ჯერ ეს არ მუშაობს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კოვიდპასპორტის ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: covidpass.moh.gov.ge

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1108 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი, ხოლო 714 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 374836-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5421 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 357804 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,64%, ბოლო 14 დღის - 3,47%, ბოლო 7 დღის - 3,89%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅Pfizer-ი კორონავირუსის წინააღმდეგ მესამე დოზის დამტკიცებას გეგმავს

✅ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 5 598 ადამიანი აიცრა

✅186 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა