მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სექტემბერში თუ მილიონი აცრა ჩავატარეთ, მაშინ პანდემიას წელში გავტეხავთ“ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
1630049654
COVID-19

„სექტემბერში თუ ჩვენ 800- 900 ათასი და უკეთესია თუ მილიონი აცრა ჩავატარეთ, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზულად გავტეხავთ წელში ეპიდემიას“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გამყრელიძის თქმით, ყველა მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ იმუნიზაციის პროცესის ტემპი არ დავარდეს.

გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში შემცირებულია აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობა და გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

„სექტემბერი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აგვისტოში წინასწარი გათვლებით საერთო აცრათა რაოდენობით ავდივართ 650 ათას აცრამდე, ცოტა მეტიც შეიძლება იყოს. ამიტომ, სექტემბრისთვის ყველა მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ ტემპი არ დაგვივარდეს.

სექტემბერში თუ ჩვენ 800- 900 ათასი და უკეთესია თუ მილიონი აცრა ჩავატარეთ, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ სერიოზულად გავტეხავთ წელში ეპიდემიას. ორი დღეა ოდნავ მცირე დინამიკა იგრძნობა, რომ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცილდა 10%-ს. ასევე შემცირდა აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე რამდენიმე დღეა აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას.

ეს იმედის ნაპერწკალს იძლევა, რომ ეპიდემია თანდათან შეიძლება შეკავდეს, მაგრამ ამას ძალიან დიდი და სერიოზული მუშაობა სჭირდება. ჩვენი მთავარი სიტყვა ყოველდღიური უნდა იყოს „წავიდეთ და ავიცრათ“, - აცხადებს გამყრელიძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 4031 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 73 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 4585 გამოჯანმრთელდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 დღეიდან მოქალაქეებს ვაქცინაცია სპეციალურ ავტობუსებშიც შეეძლებათ

🔴 „ერთ-ერთი მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციაა“ - ტიკარაძე კოვიდინფიცირებული ორსულების გარდაცვალებაზე