მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შვედეთმა და დანიამ 30 წელზე უმცროსი ადამიანებისთვის „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენება შეაჩერა

მოდერნა სკანდინავიაში
1633588690
COVID-19

შვედეთისა და დანიის ხელისუფლებამ განაცხადეს, რომ ისინი შეაჩერებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო მოდერნას ვაქცინის გამოყენებას 30 წელზე ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მოდერნათი ვაქცინაციის შემდეგ მიოკარდიტის, პერიკარდიტის და სხვა გვერდითი მოვლენების გამოვლენის შესახებ. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

მიოკარდიტი და პერიკარდიტი გულის გარსის და მისი შიგთავსის ანთებას ნიშნავს. შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ მოდერნას ვაქცინით 1991 წელს და შემდგომ დაბადებული ადამიანების ვაქცინაცია აკრძალა.

„კავშირი ვაქცინაციას და გვერდით მოვლენებს შორის განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როდესაც საქმე ეხება Moderna- ს Spikevax ვაქცინას. განსაკუთრებით ეს მოვლენები მეორე დოზის შემდეგ დაფიქსირდა“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

კვლევები სკანდინავიის 4 ქვეყანაში ჩატარდა. როგორც შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ანდერს ტეგნელმა განაცხადა, ჯანდაცვის სააგენტო კვლავაც დააკვირდება სიტუაციას, რათა COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია იყოს უსაფრთხო და დაავადებებისგან ეფექტიანი დაცვა უზრუნველყოფს.

შვედეთის და დანიის ხელისუფლებებმა განაცხადეს, რომ 12-17 წლის ასაკობრივი კატეგორიისთვის ისინი რეკომენდაციას უწევენ Pfizer / BioNTech-ის ვაქცინა Comirnaty-ს.

სკანდინავიაში ჩატარებული კვლევების წინასწარი შედეგები ევროპის წამლების სააგენტოს გვერდითი მოვლენების კომიტეტში გაიგზავნა. ფინეთმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ის მოდერნით ვაქცინაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას 7 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

ასევე იხილეთ:

🔴 რა შემთხვევაში გახდება საჭირო სავალდებულო ვაქცინაცია ? - ივანე ჩხაიძის განმარტება

🔴 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

🔴 „ძალიან ვაგვიანებთ კოვიდპასპორტების შემოღების თემას“ - ბიძინა კულუმბეგოვი