მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ძალიან ვაგვიანებთ კოვიდპასპორტების შემოღების თემას“ - ბიძინა კულუმბეგოვი

კულუმბეგოვი კოვიდ პასპორტზე
1633442156
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ კოვიდპასპორტების შემოღების გადაწყვეტილების განხილვის საკითხი გვიანდება.

მისი თქმით, ქვეყანაში აუცრელ ადამიანთა სიმრავლე ახალი კორონავირუსის ტალღების გამოწვევის მთავარი მიზეზია.

„ძალიან ვაგვიანებთ კოვიდპასპორტების შემოღების თემას, სადაც საუბარი იქნება კოვიდის იმუნიტეტზე და არა მხოლოდ ვაქცინაციის სტატუსზე!

ამდენი არაიმუნური ადამიანი, რაც ბუნებრივად დაუსრულებელი კოვიდ ტალღებისკენ მიგვაქანებს, სერიოზული პრობლემაა ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. ნუ გახდით ადამიანების და სახელმწიფოს ბედს პოლიტიკური პროცესის მძევლად“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ინფორმაციისთვის, 5 ოქტომბრის მონაცემებით საერთო ჯამში ჩატარებულია 1 826 786 აცრა, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 991 141 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.9%.

სრულად ვაქცინირებულია 835 645 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის -29.3 %.

5 ოქტომბერს აიცრა 8 106 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

✅ეხმარება თუ არა ყნოსვის შეგრძნების დაბრუნებაში A ვიტამინი?

✅ევროპის წამლის სააგენტომ ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება დაამტკიცა

✅ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგ პაციენტთა 37%-ს ხანგრძლივი კორონავირუსის მახასიათებელი სიმპტომი აღენიშნებათ

✅ვარ თუ არა სრულად აცრილი ვაქცინის მესამე დოზის გარეშე? - Associated Press

„ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები 70%-ზე მეტია, პანდემია დასრულებულია“- ბიძინა კულუმბეგოვი