მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: რეგულირების სააგენტომ 19 წლის პაციენტის გარდაცვალების საკითხის შესწავლა დაიწყო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 2020
1606833624
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კორონავირუსით ინფიცირებული 19 წლის დიაბეტიანი პაციენტის გარდაცვალების საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო.  

„ყველა დეტალს, რომელიც ამ შემთხვევას უკავშირდება, სამინისტრო შეისწავლის. შეისწავლის, უკავშირდება თუ არა იმას, რომ რომელიმე ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევა დაგვიანდა.

რამდენადაც მე მესმის, საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როცა ექიმის შეფასებით, მდგომარეობა ჩაითვალა რომ იყო სტაბილური და საწყის ეტაპზე პაციენტს კოვიდ-სასტუმროში მკურნალობის რეკომენდაცია მიეცა.

რეგულირების სააგენტომ უკვე დაიწყო ამ საკითხის შესწავლა და ვიდრე მისი შედეგი არ იქნება, დამატებით განცხადებას ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

👉 ინფორმაციისთვის, თბილისში 19 წლის ინფიცირებული გოგო, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა, კორონავირუსით 30 ნოემბერს გარდაიცვალა.

👉 პაციენტი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში კოვიდ-სასტუმროში იმყოფებოდა, კლინიკაში მისი გადაყვანა კი დაგვიანებული აღმოჩნდა.

👉 საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ინფექციით ქვეყანაში სულ გარდაცვლილია 1303 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 აკაკი ზოიძე 19 წლის გოგოს სიკვდილზე: უნდა დადგინდეს სად იყო ჩავარდნა

👉 ექიმი 19 წლის გოგოს გარდაცვალებაზე განმარტებას აკეთებს

👉 ინფექციონისტი: თუ დიაბეტი რთულად სამართავია, ინფიცირებულ პაციენტს მეტი ყურადღება სჭირდება