მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ გაბუნია: თრომბოემბოლიის რისკი ისეთივეა ვაქცინაციის შემდეგ, როგორც ზოგადად მოსახლეობაში ვაქცინაციის გარეშეც იქნებოდა

ეკატერინე ტიკარაძის მოადგილე 2020
1615725140
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, AstraZeneca-სა და უცხოეთში აცრილ ადამიანებს შორის გამოვლენილ სიმპტომებს შორის კავშირი არ არსებობს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმავეს მიუთითებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაც, რომელიც აღნიშნულ კავშირს უარყოფს.

„დღეს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს AstraZeneca-სა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, არ არსებობს და თრომბოემბოლიის რისკი ისეთივეა ვაქცინაციის შემდეგ, როგორც ზოგადად, მოსახლეობაში ვაქცინაციის გარეშეც იქნებოდა.

მოგახსენებთ, რომ თრომბოემბოლია ისედაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მთელ რიგ დაავადებებთან და ასევე სხვა რისკ-ფაქტორებთან. ამდენად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კავშირს AstraZeneca-ს ვაქცინასა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებზე მაქვს საუბარი, არ ადასტურებს,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისათვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ მიიღო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43200 დოზა „კოვაქსის“ საშუალებით, ხოლო მეორე პარტია, რომელიც შემოვა აპრილის მეორე ნახევარში დაახლოებით 86 ათასი დოზა იქნება.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„82 დაწესებულება შერჩეულია, სადაც 15 მარტიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყება“ - ტიკარაძე

✔️საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვიდა