მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისი 243, იმერეთი 98 - კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოში

თბილისის ანძა მთაწმინდაზე
1612422322
COVID-19

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 583 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

✔️ აჭარა - 34

✔️ იმერეთი -98

✔️ ქვემო ქართლი -46

✔️ შიდა ქართლი -31

✔️ გურია -10

✔️ სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58

✔️ კახეთი -48

✔️ მცხეთა-მთიანეთი -2

✔️ სამცხე-ჯავახეთი -9

✔️ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -4

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.79%

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 466, საიდანაც: 2 341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 430 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 200, ხოლო აჭარაში - 126.

სულ 6 ოქტომბრიდან - 3 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 438 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 963 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 132 პირი, აჭარაში - 759, იმერეთში - 1 541

იხილეთ აგრეთვე:

🖍მოსახლეობის რა ჯგუფები ვერ გაიკეთებს ვაქცინას? - გიორგი ფხაკაძის განმარტება

🖍თენგიზ ცერცვაძე: PFIZER-ს აქვს თითქმის 100%-იანი დაცვა