მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსახლეობის რა ჯგუფები ვერ გაიკეთებს ვაქცინას? - გიორგი ფხაკაძის განმარტება

ჯანდაცვის ექსპერტი
1612199096
COVID-19

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში, იმ ჯგუფებზე ,ისაუბრა რომლებიც ვაქცინას ვერ გაიკეთებენ.

ფხაკაძემ ეთერში განაცხადა, რომ რადგან, ჯერჯერობით, კვლევა არ ჩატარებულა 18 წლამდე ბავშვებზე, ფეხმძიმეებსა და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, მათთვის ვაქცინის გაკეთება არ არის შესაძლებელი.

ექსპერტის თქმით, ამ ჯგუფებს მიეკუთვნებიან 18 წლამდე ბავშვები, ორსულები და 80 წელს გადაცილებული ადამიანები.

„არსად არ არის არცერთი წამალი, რომელსაც უკუჩვენება არ გააჩნია, ეს ნორმალურია. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ უკუჩვენებები სიძლიერის მიხედვით. ახალი ვაქცინაა, მასზე ბევრი ინფორმაცია არ ვიცით, მაგრამ რაც ვიცით ესაა ისრაელის მაგალითი, სადაც მთელი ინფორმაციაა ამაზე შეგროვებული, თუ ვისთან რა გვერდითი მოვლენები გამოიწვია. სასიხარულოა ის, რომ არ არის ისეთი დიდი გვერდითი მოვლენები როგორიც ეგონათ თავიდან.“

ფხაკაძის თქმით, სანამ საქართველოში ვაქცინაცია დაიწყება, სისტემა უფრო დაიხვეწება.

„სისტემა დაიხვეწა და კიდევ უფრო დაიხვეწება, სანამ საქართველოში მოსახლეობამდე იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, უკვე მაგ დროისათვის, ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია გვექნება მასზე. პირველი, რაც ჩვენ ამ ეტაპზე ვიცით, რომ ვაქცინაცია, ჯერჯერობით, არ შეიძლება ბავშვებისათვის, იგულისხმება 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ვინაიდან მათზე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. ასევე, არ ვიცით ფეხმძიმე ქალებზე და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, შეიძლება თუ არა ვაქცინაცია, ვინაიდან არც მათზე ჩატარებულა ჯერ კვლევები," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველომ ვაქცინის მიღების შესახებ დაზუსტებული პასუხი 30 იანვარს მიიღო.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო ვაქცინას თებერვალში მიიღებს.

იხილეთ აგრეთვე:

🖍თენგიზ ცერცვაძე: PFIZER-ს აქვს თითქმის 100%-იანი დაცვა

🖍თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სფეროსთვის გვჭირდება, 49 000 ასაცრელი პირისთვის საკმარისი დოზა