მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: PFIZER-ს აქვს თითქმის 100%-იანი დაცვა

ინფექციურის დირექტორი 2020
1612196252
COVID-19

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, PFIZER-ის ვაქცინას ძალიან მაღალი დაცვა აქვს.

„ისრაელმა მოახერხა აეცრა 2,6 მილიონი თავისი 10 მილიონიანი მოსახლეობიდან, ეს ყველაზე მაღალი პროცენტია მსოფლიოში. დაახლოებით მეოთხედი აცრა ისრაელმა მაშინ, როდესაც ამერიკაში მოსახლეობის ჯერჯერობით სულ რაღაც 10%-ის აცრა მოხერხდა.

ვინც „ფაიზერის“ 2 დოზა გაიკეთა, მათგან COVID 19-ით დაავადდა სულ 20 ადამიანი, ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლები.

აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ PFIZER-ს აქვს თითქმის 100%-იანი დაცვა.

ნორვეგიაში 33 ადამიანი გარდაიცვალა, ვინც ეს ვაქცინა გაიკეთა. ასეთი რამ არ დაფიქსირებულა არცერთ სხვა ქვეყანაში. გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაცვალება იყოს 80 წელს გადაცილებულ პირებში, ვისაც ჰქონდა თანმხლები დაავადება, ესენი იყვნენ პალიათიური ავადმყოფები ანუ უიმედო პაციენტები, რომელთა გარდაცვალება მოხდა არა ვაქცინის გართულებებით, არამედ მათი ბუნებრივი მდგომარეობით.

დადგინდა, რომ ეს ადამიანები ვირუსის გამო არ დაღუპულან.

გვერდითი მოვლენები იშვიათია. ის გამოვლინდება შესაძლოა ინექციის გაკეთების ადგილზე წვის და ტკივილის შეგრძნებით რომელიც მალევე გაივლის“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ „კოვაქს“ პლატფორმიდან საქართველომ ვაქცინის მიღების შესახებ დაზუსტებული პასუხი 30 იანვარს მიიღო.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო ვაქცინას თებერვალში მიიღებს.

იხილეთ აგრეთვე:

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო იმ განვითარებად ქვეყნების ხუთეულშია, ვინც პირველი მიიღო მაღალი ხარისხის ვაქცინა

თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სფეროსთვის გვჭირდება, 49 000 ასაცრელი პირისთვის საკმარისი დოზა

თენგიზ ცერცვაძე: ყველა დაინახავს, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი არავის დაემართება