მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1607027897
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების 3 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, რეინფიცირების ფაქტი იმ პაციენტებთან მოხდა, რომლებსაც ინფექციის წინააღმდეგ ანტისხეულები გამომუშავებული არ ჰქონდათ.

„ზოგიერთ კოვიდგადატანილს უვითარდება მეტნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი და ზოგს არა. იყო ასეთი რამდენიმე შემთხვევა, როდესაც არ ჰქონდათ ანტისხეულები და შეიძლება მეორედ დაემართოთ კოვიდი. დაემართა უკვე რამდენიმე ჩვენს ყოფილ პაციენტს. ჩვენთან დადასტურებულია დაახლოებით სამი შემთხვევაა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 147 636 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 124 568 და გარდაცვლილია 1 387 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ნანა გეგეჭკორი: სავარაუდოდ, კორონავირუსით 2-ჯერ ვიყავი ავად

👉 რუსი ვირუსოლოგი: განმეორებითი ინფიცირების შემთხვევა უფრო მწვავე იქნება, ვიდრე პირველი