მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ დროზე მოვუხმობთ გონიერებას, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, თავიდან ავიცილოთ მასშტაბური მესამე ტალღა“ - თენგიზ ცერცვაძე

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1619259165
COVID-19

„თუ დროზე მოვუხმობთ გონიერებას და დავიწყებთ პირბადეების მასობრივ გამოყენებას, დავიცავთ სოციალურ დისტანციას და მოვერიდებით ხალხმრავალ ადგილებს, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი თავიდან ავიცილოთ მასშტაბური მესამე ტალღა“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის გეგმით გათვალისწინებული მაჩვენებლის მისაღწევად, საჭიროა დღეში 5-6 ადამიანი აიცრას.

„საჭიროა დღეში 5-6 ადამიანი აიცრას, მაშინ, როცა დღევანდელი ტემპით, ჩვენ ვცრით მხოლოდ 1000-1500 ადამიანს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 302 785-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 284 749 და გარდაცვლილია 4007 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ჩვენ ახალა შევდივართ ტურბულენტურ ზონაში და ამიტომ ღვედი კარგად უნდა შევიკრათ“ - დიმიტრი ხუნდაძე

👉 საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 4000-ს გადააჭარბა

👉 „ალბათობა, რომ კორონავირუსის ინდური შტამი ფართოდ გავრცელდება, შედარებით ნაკლებია“- ცერცვაძე